საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 63 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
გასულ დღე-ღამეში 51 298 ტესტი გაკეთდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,34%, ბოლო 14 დღის - 9,52%, ბოლო 7 დღის - 8,99%.
ბოლო 24 საათში 7 099 აცრა ჩატარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში Covid-19-ის 804 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 11 352 ადამიანი. 15 ნოემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 32%.