პანდემიის დასრულება გადაიდო, თებერვალ-მარტში საქართველოში კოვიდის მატებას ელოდებიან. კორონავირუსის ახალი მუტაცია არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა. სპეციალისტებით თქმით, ქვეშტამი "კრაკენი" არ იწვევს ომიკრონის სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, მაგრამ მაინც პოტენციურად სასიკვდილო ვირუსია, სარისკოა განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. ნიღაბი და ვაქცინა კორონავირუსისგან თავის დაცვის კვლავ მთავარი რეკომენდაციაა. ექიმები 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ორსულებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს აცრის მე-3 და მე-4 დოზის გაკეთებას ურჩევენ
კორონავირუსის ახალი ტალღა - საგანგაშო პროგნოზი
14 თებ 202320:01
3 წუთის საკითხავი