დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 23 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში ფიქსირდება. 487 დადასტურებული შემთხვევაა აჭარაში, 356 კი - იმერეთში.
დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია:
- ქვემო ქართლი — 36;
- შიდა ქართლი — 35;
- გურია — 17;
- სამეგრელო ზემო-სვანეთი — 69;
- კახეთი — 24;
- მცხეთა-მთიანეთი — 12;
- სამცხე-ჯავახეთი — 30;
- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი — 7.
საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 350.