logo
ENG



კორონავირუსის ახალი შტამი საფრანგეთშიც აღმოაჩინეს, ინფიცირებული ლონდონში მოგზაურობდა

26 დეკ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/26/44is0v4n0alarff.jpg

დიდი ბრიტანეთის შემდეგ კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამი საფრანგეთშიც აღმოაჩინეს. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ლონდონიდან სამშობლოში, კორონავირუსის ახალი შტამი დაუდგინდა. 

სამინისტროს ცნობით, ინფიცირებული საფრანგეთში 19 დეკემბერს დაბრუნდა, მას შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება სწორედ ახალ, უფრო სწრაფად გავრცელებად ვირუსის შტამთან იყო დაკავშირებული. 

ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ თითქმის ყველა ქვეყანამ შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ბრიტანეთთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი ასევე დაფიქსირდა. 

საქართველოში ვირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას უკვე იკვლევენ. 

"მიმდინარეობს ამ რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება, ამას რამდენიმე დღე სჭირდება. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას [...] და შემდგომ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა". – განაცხადა გამყრელიძემ 25 დეკემბერს. 


close დახურვა