logo
ENG



კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნები საზღვრებს კეტავენ

01 თებ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნები საზღვრებს კეტავენ. შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და სინგაპურმა უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ოფიციალური პეკინი კი ევროკავშირს დახმარებას სთხოვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან სამედიცინო მარაგის გაგზავნაში ხელშეწყობა სთხოვა. საშიში ვირუსი უკვე მსოფლიოს 24 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა ესპანეთსა და შვედეთში. იზრდება დაღუპულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 259-ს შეადგენს, დაავადებულთა რიცხვი კი უკვე 12 ათასს აღწევს. 


close დახურვა