კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთის ხელისუფლება საგანგებო ზომებს აძლიერებს. პეკინის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში სპეციალურ დამცავ კოსტიუმებში ჩაცმული სპეციალისტები ყველა მგზავრს ტემპერატურას უმოწმებენ. ბოლო 24-ს საათში საშიშ ვირუსს ჩინეთში 15 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ათას 300-ს აჭარბებს დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობაც, 230-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის 5-ე შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჰონგ-კონგში განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს და სკოლები დახურეს. დაავადება უკვე ევროპაშიც გამოვლინდა. ვირუსით სამი ადამიანი დაინფიცირდა საფრანგეთში, ავსტრალიაში კი უკვე 4 შემთხვევაა დადასტურებული.