logo
ENG



კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის სასამართლოში შეზღუდვები დაწესდა

17 მარ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეზღუდვები წესდება.

პროცესების უმეტესობა გადაიდო, ტერიტორიაზე კი მედიასაშუალებების გადაადგილება შეზღუდულია.

სასამართლო მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავს, რომლებსაც განხილვის შემჭიდროებული ვადები აქვს და ეს პროცესებიც დახურული იქნება.

მანდატურების უმეტესობა სასამართლოს შენობაში სპეციალური ხელთათმანებით და პირბადეებით დადიან. სასამართლოში შემსვლელი პირებისათვის, შენობის შესასვლელთან სადეზინფექციო ხსნარი არის განთავსებული.  

საქალაქო სასამართლომ საფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა უფასო გახდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ წარადგენდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლო საფინანსო ორგანიზაციებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლონ.


close დახურვა