logo
ENG



კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა

29 თებ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლა ეპიდემიის რისკი ძალიან მაღალია. ბოლო 24 საათში ვირუსის შემთხვევის რეკორდული ზრდა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. ქვეყანაში ერთ დღეში ახალი 594 შემთხვევა დადასტურდა. შედეგად, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 2 ათას 900-ს აღემატება, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

BBC ირანის ჯანდაცვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური თეირანი დაღუპულთა შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს და რომ ირანში მსხვერპლი 210-ია, რაც ოფიციალურ მონაცემებზე 6-ჯერ მეტია. ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა კალიფორნიასა და ორეგონშიც, თუმცა პაციენტებს არც ინფიცირებულებთან ჰქონიათ კონტაქტი და არც რისკის ზონაში იმყოფებოდნენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მარტში ლას-ვეგასში დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტიც გადადო. 


close დახურვა