logo
ENG



კორონავირუსის გამო, იტალიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

10 მარ 202017:04
3 წუთის საკითხავი
clock 354

იტალიაში კორონა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები 9 172-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი, 463-ს მიაღწია.

კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბების გამო, კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა. 60 მილიონამდე ადამიანს გარეთ გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. გადაიდო სპორტული ღონისძიებებიც.

იტალიაში ვიზიტის გამო თვითიზოლაციაშია ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც იტალიასთან მიმოსვლა აკრძალეს, ავსტრიაც შეუერთდა. 


close დახურვა