კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპა კარანტინის რეჟიმში გადავიდა. გამონაკლისი შემთხვევების გარდა შენგენის ზონის საზღვრები მესამე ქვეყნებისთვის 30 დღის ვადით იხურება. ეს განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
შარლ მიშელის განმარტებით, საზღვრების დაკეტვა პანდემიის გლობალურად გავრცელებას შეზღუდავს. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ზომების მაქსიმალურად გაკაცრებისკენ მოუწოდა.
ამავე ბრიფინგს ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ გერმანული კომპანია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობას სავარაუდოდ შემოდგომისთვის დაასრულებს.