ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო - 21 დღით 1.4 მილიარდ ადამიანს გადაადგილება ეზღუდება.
ჩაკეტვის ბრძანება უკვე მოქმედება დიდ ქალაქებში, თუმცა ამიერიდან ის სოფლებსა და პატარა ქალაქებზეც გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 519 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 10 ლეტალურად დასრულდა.