ირანის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი ქვეყანაში 43-მდე გაიზარდა. ირანული მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის პარლამენტის ახლადარჩეული დეპუტატიცაა.
შემთხვევების რეკორდული ზრდის შემდეგ, სამხრეთ კორეაში ვირუსის დიაგნოზი დღეს კიდევ 219 ადამიანს დაუდგინეს.
ჩინეთში ინფიცირების 427 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მსხვერპლი კი ბოლო 24 საათში 47-ით გაიზარდა.
ვირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდგინეს აზერბაიჯანშიც. პირველი შემთხვევა გამოვლინდა კატარშიც. კორონავირუსის გამო იტალიაში სერია ა-ს 5 საფეხბურთო მატჩი, მათ შორის დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი იუვენტუსი-ინტერის დაპირისპირება, გადაიდო.