კორონავირუსის პანდემიის გამო, ლეგენდარული როკ ჯგუფის "როლინგ სტოუნსის" ამერიკული ტურნე გაურკვეველი დროით გადაიდო.
კონცერტების სერიის დაწყება მაისში სან დიეგოში იგეგმებოდა. 9 ივლისს კი, როჯ-ჯგუფი ტურნეს ატლანტაში ასრულებდა.
შეგახსენებთ, კონცერტების გადადება როლინგ სტოუნსს შარშანაც მოუხდა. მაშინ მიზეზი მიკ ჯაგერის ავადმყოფობა გახდა. ჯგუფის სოლისტს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციის კურსსაც გადიოდა.