logo
ENG



კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დონალდ ტრამპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს

03 ოქტ 202002:26
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

თეთრი სახლის განცხადებით, სამედიცინო ცენტრში გადაყვანის მიზეზი "მომეტებული სიფრთხილე" გახდა.

პრეზიდენტის პრესმდივნის კეილი მაკენანის თქმით, ტრამპი ჰოსპიტალში ექიმის რჩევით რამდენიმე დღე დარჩება. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის სამუშაო სივრცე სამედიცინო ცენტრშია, საიდანაც ტრამპი თავის საქმიანობას შეასრულებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.

როგორც Twitter-ზე ტრამპმა დაწერა, ისინი დაუყონებლივ გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში.


close დახურვა