საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 805-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან კიდევ 4 პაციენტი განიკურნა და საერთო რაოდენობამ 650 ადამიანი შეადგინა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2424 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.
სულ ვირუსისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.