logo
ENG



კორონავირუსის ექო დიდხანს გაჰყვება ეკონომიკებს მსოფლიოში - გიორგი ისაკაძე

14 მარ 202023:06
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომისტი გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე იქნება გრძელვადიანი და დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

მისი თქმით, ეს საქართველოზეც აისახება, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ვირუსს საერთოდ არ ჰყავდეს ან მინიმალური მსხვერპლი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანაში.

„ასეთი მძიმე დრო 2008 წლის შემდეგ არ მახსოვს. ვგულისხმობ საომარ მოვლენებს და მისი თანმდევი მოვლენები. მაშინ შეიქმნა ფინანსური ბაზისი - ეს იყო დაახლოებით 4 მლრ. კოვიდ-19-ს, რომლის განეიტრალება აუცილებლად მოხდება - მისი ექო ეკონომიკებს, საქართველოსაც გაცილებით დიდხანს გაჰყვება. ეს იქნება ყველაფრის გადალაგება. აისახება თუ არა ეს ყველაფერი ქვეყანაზე, რომელმაც მილიარდის სტიმულირება შეძლო - რა თქმა უნდა აისახება. უნდა შევედაროთ თუ არა აშშ-ს, რომელმაც ტრილიონი დოლარი გამოყო ან გერმანიას - რა თქმა უნდა, არა. რაშიც უნდა შევედაროთ და ვაჯობოთ სხვებს არის პრევენცია, რეაბილიტაცია და გაჯანსაღება. უნდა ვიყოთ ავანგარდში და გვყავდეს ნაკლები გარდაცვლილები, ღმერთმა ქნას, საერთოდ არ გვყავდეს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ პროგრესის ჩვენება", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ. 

გიორგი ისაკაძე გიორგი თარგამაძის კითხვებს „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში პასუხობდა.

 


close დახურვა