logo
ENG



კორონავირუსის მართვის მიზნით სამედიცინო ფაკულტეტის 1 844 სტუდენტი უკვე გადამზადებულია

02 ნოე 202013:10
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის მართვის მიზნით სამედიცინო ფაკულტეტის 1 844 სტუდენტი უკვე გადამზადებულია

კორონავირუსის მართვის მიზნით, სამედიცინო ფაკულტეტის 1 844 სტუდენტმა სწრაფი კურსი გაიარა და ისინი უკვე გადამზადებული არიან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ სტუდენტებისთვის გადამზადების კურსი სპეციალურად შეიმუშავა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემატურად გაგრძელდება.


close დახურვა