logo
ENG



კორონავირუსის პანდემიის გამო ტრამპი ჩინეთს პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება

28 აპრ 202016:47
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო დონალდ ტრამპი ჩინეთს პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

ტრამპი მედიასთან პარასკევის შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ ოფიციალურ პეკინს ვირუსის გავრცელების შეჩერება შეეძლო. პრეზიდენტის თქმითვე, ამ საკითხზე შეერთებული შტატები სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს.

ტრამპს სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცხელ ხაზზე მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრ ზრდაზეც ჰკითხეს, რაზეც პრეზიდენტმა გაკვირვება გამოხატა და თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია რატომ მოხდა ასე. 


close დახურვა