logo
ENG



კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკა

21 აგვ 202119:35
3 წუთის საკითხავი
 

74 გარდაცვლილი ერთ დღე-ღამეში. მსოფლიოში  COVID 19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე საქართველომ  პირველ ადგილზე გადაინაცვლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მეტი ადამიანი ვირუსს დღეს შეეწირა.

დღევანდელ მძიმე მონაცემებზე განცხადება არ გაუკეთებია მთავრობის არცერთ წარმომადგენელს და არც ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და კლინიკური სისტემის არასწორ მართვაზე საუბრობენ. ციფრები რომელიც საგანგაშოა. გადარჩენის ერთადერთი გზა კი, ვაქცინაციაა. საპატრიარქო კვლავ დუმს. სასულიერო პირების ნაწილი კი, ამ დუმილს დანაშაულად მიიჩნევენ.


close დახურვა