logo
ENG



კორონავირუსის საფრთხე - იტალია საკარანტინო ზონად გამოცხადდა

10 მარ 202007:56
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის საფრთხის გამო იტალია საკარანტინო ზონად გამოცხადდა. შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ადამიანებს შეეხოთ. გამკაცრებული ზომები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრებას კრძალავს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ გადაადგილება მხოლოდ სამუშაოს ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. არეულობა იყო იტალიის ციხეებშიც, სადაც დაპირისპირებას 7 პატიმარი ემსხვერპლა.

კორონავირუსი იტალიის ოც რეგიონში დადასტურდა,  ბოლო 24-საათში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი  97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. კორონავირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალია ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. 


close დახურვა