საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
"კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: ☎ +989352110274; ☎ +989122997726; ☎ +989108201041", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსით უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა.