logo
ENG



კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად და გასავრცელებლად 8 მილიარდი გამოიყოფა

05 მაი 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ლიდერები და ორგანიზაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვირუსის შესაქმნელად და გასავრცელებლად 8 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ვირტუალურ შეკრებას  ევროკავშირის ქვეყნების, ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, იაპონიის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების ლიდერები შეუერთდნენ.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ თანხას  კიდევ  რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიო ბანკისა და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის დახმარებით შეაგროვებენ. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, 8 მილიარდი დოლარი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია. ურსულა ფონ დენ ლაიენი იმედოვნებს, რომ მათ ძალისხმევას ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდება. 


close დახურვა