logo
ENG



კორონავირუსის სიმპტომიანი 8 ადამიანი სასტუმრო გრინ-ჰოტელში მოათავსეს

29 თებ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

8 ადამიანი, რომელთაც სიმპტომები აღენიშნებათ, მოთავსებულნი არიან სასტუმრო "გრინ ჰოტელში", რომელიც კლინიკა "ვივა მედის" დაქვემდებარებაშია. ამის შესახებ "ფორმულასთან" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სასტუმროში მოთავსებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა მოგვაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ჰყვება, რომ დარღვეულია ობიექტზე დარღვეულია სანიტარიული ნორმები, პაციენტებს კი არ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 

"გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა. 5 -5 პლედი გვეფარა. არავინ გამოჩენილა საერთოდ. ღამე კიდევ მოიყვანეს, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა. ვერავის ვერ ველაპარაკებით. ახლა ვაპირებთ გავესაუბროთ პოლიციას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს", - აცხადებს ერთ-ერთი პაციენტი. 

"ფორმულა" უკვე დაუკავშირდა "ვივა მედის" დირექტორს, რომლის თქმითაც სასტუმროში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი თავად არ არის და დეტალებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. 


close დახურვა