logo
ENG



კორონავირუსის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

06 სექ 202111:17
3 წუთის საკითხავი
 

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. მისი ცნობით, პაციენტი პირველ სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში.

"მას ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, ცერებრული დაბლა, ჭარბწონიანობა", - განაცხადა მაია ჩხაიძემ. 

მანამდე, თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკის ცნობით, მასაც ჰქონდა ცერებრული დამბლა და განვითარდა სეპტიური შოკი.

კორონავირუსს საქართველოში, ასევე 3 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ბავშვის კორონავირუსისგან დასაცავად აუცილებელია დედის აცრა, როგორც ორსულობის, ისე ძუძუთი კვების დროს. 

  • ვრცლად ორსულების და მეძუძური დედების აცრის შესახებ წაიკითხეთ აქ

საქართველოში არასრულწლოვნებში კორონავირუსის აცრა მხოლოდ 16 წელს ზემოთ მოზარდებისთის, ფაიზერის ვაქცინით არის დაშვებული. 

6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 16 149 ტესტი ჩატარდა.


close დახურვა