logo
ENG



კორონავირუსის შედეგად დაზარალებული თვითდასაქმებულების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

15 მაი 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

თვითდასაქმებული პირები რომლებიც პანდემიის დროს დაზარალდნენ და დაკარგეს შემოსავალი დრეიდან შეძლებენ რეგისტრაციის გავლას და პროცესი გაგრძელდება 1-ელ ივლისამდე.

კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

„კორონავირუსით პანდემიიდან დაზარალებულთათვის საქართველოს მტავრობის მიერ კომპენსაციის მიმღების პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრზელდება. თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - www.moh.gov.ge. ამ ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, მეწარმე ფიზიკურ პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცების წარდგენა. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე. მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სასახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); საბანკო რეკვიზიტები; თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, მათთვისაც დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - www.moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ასევე, ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს, მაგალითად, შემდეგი დოკუმენტები: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი, ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. ეს შეიძლება იყო შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტიან სხვ.; ასევე, 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა ან ლიცენზია; საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური ან შემოსავალი. განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.

კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მოხდება თანხის ჩარიცხვა. იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობლობა გაიარაონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ანსოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან პორტალში რეგისტრაციაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზეზე 1505-ზე”, - განმარტა ბარკალაიამ.


close დახურვა