logo
ENG



კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მოსახლეობა ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებს

20 მარ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოს მოსახლეობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს სოლიდარობას სხვადასხვა ფორმით უცხადებს. მოქალაქეები თვით-იზოლაციისა და კარანტინის პირობებში ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ და სხვებსაც ამხნევებენ.

ცნობილი ესპანელი მომღერალი "ბეტა" მადრიდში ყოველ საღამოს მეზობლებისთვის საკუთარი სახლის აივნიდან ნახევარსაათიან კონცერტს მართავს. სიმღერით გამოუცხადეს მხარდაჭერა იტალიელებს გერმანელებმა. ვიდეო ინტერნეტში უკვე 500 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. თავად იტალიელები კი რადიო სადგურების აქციაში ჩაერთვნენ, რომლებმაც დღის 11:00 საათზე ეთერში იტალიის სახელმწიფო ჰიმნი გაუშვეს.


close დახურვა