logo
ENG



კორონავირუსისგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა

22 აპრ 202019:24
3 წუთის საკითხავი
 
5mb2205k3fd0rau.jpg

კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათშორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა