logo
ENG



კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.

20 აპრ 202019:34
3 წუთის საკითხავი
 
4bm6tq6vfkcewmp.jpg

კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95-ს შეადგენს. აღნიშნულზე ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 402 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეა. დადასტურებული 402 შემთხვევიდან გარდაცვალების 4 შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4782 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 503 პაციენტი.

 


close დახურვა