logo
ENG



კორონავირუსისგან გაჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

14 აპრ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 
jmh1j4p6pvvavgu.png

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stop.cov.ge ავრცელებს.

ახლა გაჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

close დახურვა