logo
ENG



კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 3 პაციენტი განიკურნა

02 აპრ 202010:37
3 წუთის საკითხავი
clock 455

 

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კიდევ 3 გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

ეზუგბაიას თქმით, სულ გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან 21 ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

"გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა. ერთ-ერთი მოზარდია, რომელიც ბათუმიდან ბრუნდება. მასთან ერთად იყო მშობელიც და სავარაუდოდ მასაც დაუდგინდება ვირუსი. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ. ერთი ახალი პაციენტი სომხეთიდან არის შემოსულია, 2 - არიან საფრანგეთიდან. მეოთხეს წყარო ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ისიც შემოტანილია. სულ ჩვენთან 36 ინფიცირებულია. რაც შეეხება ექიმს, მას სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული. შესაბამისად, სანამ ლუგარში არ გაკეთდება "პისიარ" ტესტი იქამდე დადასტურებულად ვერ ვიტყვი, რომ მედიკოსს აქვს კორონავირუსი. ასევე გვყავს 3 ახალი გამოჯანმრთელებული", - განაცხადა ეზუგბაიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 130 შემთხვევა დაფიქსირდა. 

 


close დახურვა