logo
ENG



კორონავირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და უფრო სწრაფად გავრცელდეს

22 იან 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას აფრთხილებს. საშიში ვირუსი, რომელმაც უკვე 9 ადამიანი იმსხვერპლა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და უფრო სწრაფად გავრცელდეს.

ჩინეთში კორონავირუსის ახალი სახეობის უკვე 440 შემთხვევაა გამოვლენილი. ეპიდემიის წყარო ზღვის პროდუქტების ბაზარი გახდა. ვირუსი ქალაქ უჰანიდან ჯერ ჩინეთის პროვინციებში, შემდეგ ტაილადსა და სამხრეთ კორეაში გავრცელდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებშიც. ჩინეთის ხელისუფლებამ პრევენციისა და კონტროლის ეგრეთ წოდებული ა-კლასის ზომები აამოქმედა, რომელსაც ზოგადად შავი ჭირისა და ქოლერის პანმდემიის დროს მიმართავენ. დღეს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბება. 


close დახურვა