logo
ENG



კორონავირუსს, შესაძლოა, დექსამეტაზონი კურნავდეს - ბრიტანელი მეცნიერები

16 ივნ 202017:38
3 წუთის საკითხავი
clock 813
sp0cj90sk9zsqdf.jpg

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სიცოცხლე შესაძლოა ფართო მოხმარების პრეპარატმა, დექსამეტაზონმა იხსნას. ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც კოვიდ 19-თან საბრძოლველად ამ მედიკამენტის გამოყენებაზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

კვლევებში 2 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ დექსამეტაზონი სასუნთქ აპარატზე შეერთებულ პაციენტებში მესამედით ამცირებს გარდაცვალების რისკს. კვლევის ავტორების განცხადებით, ეს პრეპარატი ბრიტანეთში პანდემიის დაწყებისთანავე, რომ გამოეყენებინათ, 5 ათასამდე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი. 


close დახურვა