logo
ENG



კორონავირუსს ბრიტანეთის პირველი მოქალაქე ემსხვერპლა

28 თებ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუს ბრიტანეთის პირველი მოქალაქე ემსხვერპლა. მამაკაცი იაპონიაში, საკრუიზო ლაინერის ბორტზე იმყოფებოდა და ის იაპონიაში დაღუპული მეთერთმეტე ადამიანია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანში. საშიში ვირუსი რუსეთის მოქალაქეს დაუდასტურეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან ჩავიდა. გაიზარდა  დაღუპულთა რიცხვი თავად ირანშიც. ბოლო მონაცემით საშიშ დაავადებას 34 ადამიანი ემსხვერპლა.

დღესვე კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ბელარუსში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, ნიგერიასა და მექსიკაში. 327 ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთშიც, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთში ვიზიტის გამო ორ კვირიან კარანტინში გაგზავნეს მონღოლეთის პრეზიდენტი. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით აბუ დაბის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა, ჟენევაში კი ყოველწლიური ავტოშოუ გაუქმდა. 


close დახურვა