logo
ENG



კორონავირუსს საფრანგეთში უკვე მეორე ადამიანი ემსხვერპლა

26 თებ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსს საფრანგეთში უკვე მეორე ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია საფრანგეთის მოქალაქე და ის პირველი ფრანგი გახდა, რომელიც "კოვიდ-19-ით" დაიღუპა. მანამდე საფრანგეთში ვირუსის მსხვერპლი ჩინელი იყო. საშიში ინფექციის მეორე შემთხვევა გამოვლინდა მადრიდში. ორივე ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა. მძიმე მდგომარეობაშია ერთი გერმანელიც, რომელიც დიუსელდორფის სპეციალიზებულ კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა საბერძნეთშიც. საშიში დაავადება სალონიკში 38 ქალს დაუდგინეს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. ვირუსის მსხვერპლი 12 -მდე გაიზარდა თავად იტალიაშიც. ირანში კი დაავადების შედეგად  19 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა