logo
ENG



კორონავირუსს ჩინეთში კიდევ 26 ადამიანი ემსხვერპლა

29 იან 202008:40
3 წუთის საკითხავი
 

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს ჩინეთში 26 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ჩინეთს ტერიტორიაზე საშიში ვირუსით ინფიცირების უკვე 6 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთის გარდა კორონავირუსით ინფიცირების 50-მდე შემთხვევა  15 ქვეყანაში დადასტურდა, მათ შორის გერმანიაში,  ავსტრალიაში, კანადაში, შეერთებულ შტატებსა და  საფრანგეთში. უახლოეს დღეებში უჰანის პროვინციაში, სადაც საშიში ვირუსის კერა მდებარეობს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ და ვითარების შესწავლას ადგილზე შეუდგებიან. 


close დახურვა