logo
ENG



კორონავორუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა ჰონგ-კონგში

04 თებ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

კორონავორუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა ჰონგ-კონგში. ქალაქ უხანიდან ორი კვირის წინ დაბრუნებული 39 წლის მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის მკურნალობის კურსს ჰონგ-კონგის კლინიკაში იზოლირებულ პალატაში გადიოდა.

რეგიონის ადმინისტრაციამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთთან ყველა სასაზღვრო გადასასვლელი ჩაკეტა. ამ დროისთვის საშიში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 427-ია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 ათასამდე გაიზარდა. კარანტინი გამოცხადდა იაპონურ სამგზავრო ბორანზე, გაირკვა, რომ ერთი თვის წინ ბორტზე ჰონგ-კონგელი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს. საკრუზო გემი ამჟამად იოკოჰამის პორტიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დგას და მას ნაპირზე მისვლა ეკრძალება. 


close დახურვა