კორპორაცია „სონი“ 7 წლიანი პაუზის შემდეგ "ფლეისთეიშენ ხუთს" უშვებს. ვირტუალური თამაშების მოყვარულები ახალი აპარატის შეძენას წლის ბოლოს შეძლებენ. თუმცა მისი ფასი ჯერ დადგენილი არ არის. კორონავირუსის პანდემიის გამო გრანდიოზული ცერემონიის ნაცვლად, "ფლეისთეიშენ ხუთის" პრეზენტაცია ონ-ლაინ რეჟიმში გაიმართა.
აპარატთან ერთად სარეკლამო ვიდეორგოლში წარმოდგენილი იყო თამაშების ახალი ვერსიებიც. ფლეისთეიშენ 5-ისთვის სონიმ გრაფიკების გამოსახულება გააუმჯობესა და თამაშების ჩატვირთვის დროც შემაცირა. პრეზენტაციას, რომელიც იუთუბსა და ტვიტერის ქსელში გადაიცემოდა, 3 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.