logo
ENG



კორპუსის მეორე სართულიდან 60 წლის ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

21 აგვ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 
z26jiken1xbts58.jpg

საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს შორის არსებული ფანჯრის მეორე სართულიდან 60 წლის ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას 60 წლის ქალი ადგილზე ცოცხალი დახვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა