აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიმ კორტნი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
"ეს აბსურდული სამართლიანობაა. დასავლური მოთმინება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში უკან გადადგმული ნაბიჯების მიმართ, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს,” - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში.
16 მაისს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მართვის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.