logo
ENG



კორძაია: ქართული ოცნების დამსახურებით აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა

15 თებ 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მათ შორის "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაკავებაზე საუბრობს. 

კორძაიას განცხადებით, სასამართლო სისტემა დიდი ხანია, პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია და ამის ინდიკატორი მხოლოდ უგულავას საქმე არაა. როგორც მან განმარტა, ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას აქვს მრავალი სახე და მაგალითად მედიის თავისუფლება მოიყვანა.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - მართლმსაჯულება არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ელოდება არჩევნებს. მაგრამ "ქართული ოცნების" დამსახურებით აღარ ვართ დემოკრატიული. იმაზე, რომ მართლმსაჯულება იმართება პოლიტიკურად, მეტყველებს ბევრი საქმე. აშშ-ის ელჩი ატარებდა პირველ მიღებას, მაგრამ ივანიშვილმა ჩაუშალა ეს შეხვედრა უგულავას დაკავებით. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ახალგაზრდა ადამიანები ამხელა პასუხისმგებლობას იღებენ - კობახიძეს აქვს უნარი, თქვას რაღაც ისეთი, რასაც საზოგადოება აიტაცებს საქილიკოდ. მინდა მას შევახსენო - აბაზოვის საქმეზე სასამართლო ამართლებს ადამიანს, რომელმაც იმაზე ნაკლები საქმე არ ჩაიდინა, რითაც ახსენებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წელს. დღევანდელი მართლმსაჯულება ასეთ ადამიანს ამართლებს - ახსნა არის მარტივი - ივანიშვილის დაცვის წევრი იყო აბაზოვი. რაზე ვლაპარაკობთ - იმდენად ბევრი პრობლემა გვაქვს, ყველა პრობლემას თავისი ქვეპრობლემა აქვს. ბევრს ვსაუბრობთ მედიის  თავისუფლებაზე - რა ხდება ამ დროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში? ამის შედეგებს მალე მოვიმკით - კომისიამ შეითავსა სასამართლოს ფუნქცია", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

 


close დახურვა