logo
ENG



კორძაია კომისიებზე: 219 არჩეულიდან 101 ადმინისტრაციული რესურსია, ნეპოტიზმით არჩეული - 21

08 სექ 202414:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/08/w85v0m7i0sdhuwn.png

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ცესკომ და საუბნო-საარჩევნო კომისიებმა დაკომპლექტების პროცესში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.

როგორც კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ყველა რეკომენდაცია იყო დარღვეული როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიების წევრთა შერჩევისას".

"გუშინ დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ყველა დონის საუბნო კომისიების დამტკიცების პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო ამ პროცესში, არის ის, რომ არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები.

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები, რომლებიც პასუხისმგებლები არინ არჩევნების გამართვაზე, კომპლექტდება ისეთი გაუმჭვირვალე, არასამართლიანი პროცედურებით, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას იმსახურებს.

ეს პროცესი იმით დაიწყო, რომ ცესკომ საოლქო კომისიის დროებით წევრებად რამდენიმე დღის წინ გაუმჭვირვალე პროცესით აირჩია ძირითადად ის პირები, რომლების უმრავლესობა არის საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელი თანამდებობის პირებსა და საკრებულოს წევრებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები, კონკრეტულად, 219 არჩეული პირიდან, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსს წარმოადგენს 101, ხოლო ნეპოტისტური კავშირებით არჩეულს - 21 პირი", - თქვა კორძაიამ.


close დახურვა