logo
ENG



კორძაია საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვაზე: საქართველომ დაინახა - სიმართლე ჩვენკენაა

02 სექ 202408:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/0yijlmhmlaf72fd.jpg

სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ვარწმუნებდით იმაში, რომ კანონის შეჩერება, საქმის წარმოებაში მიღება, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის და ვეცადეთ, ყველა სამართლებრივი არგუმენტი გვეჩვენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში იყო ის, რომ მთელმა საქართველომ დაინახა, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, იმ ადამიანების მხარეს, ვისაც უნდა ევროკავშირი და ეს არის სამართლებრივადაც გამყარებული.

 

close დახურვა