გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, გაერთიანების წევრობის კანდიდატების ისტორიაში საქართველოს ყველაზე ცუდი ანგარიშის დასკვნა ჰქონდა.
მისი თქმით, "ოცნების" მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ ისინი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებენ.
კოსის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მთავრობა შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლას და ასევე შეწყვეტს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას.
"ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების ანგარიში ნებისმიერი კანდიდატის ქვეყნისთვის ისტორიაში, მაგრამ სამართლიანად.
[საქართველოს] მათი მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ ისინი მათ ევროკავშირთან ახლოს მიჰყავს, თუმცა მთავრობა საქართველოს ევროკავშირს აშორებებს.
ეს აშკარა უკუსვლაა ბევრ, განსაკუთრებით ფუნდამეტურ არეაში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფიცული ზომები, მედიის თავისუფლება. მთავრობა არ მიჰყვება მათი ხალხის ინტერესებს.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ გადახედოს ბევრ კანონს, რომლებიც აშკარად ანტიევროპულია, ასევე მათ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება, უნდა შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა. ჩვენ გვიჭირს მათი მხარდაჭერა, რადგანაც, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს მათი დახმარება, არის რისკი, რომ ისინი ციხეში მოხვდებიან.
საქართველო კანდიდატი ქვეყანა მაინც არის, მაგრამ კომისიისთვის, მხოლოდ ქაღალდზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მედიისა და განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად", - თქვა კოსმა.
