კოსოვოს პრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. განცხადება ჰააგაში შექმნილმა საგანგებო პროკურატურამ გააკეთა, რომელიც კოსოვოში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს იძიებს. პროკურორის თქმით, ჰაშიმ ტაჩი ას მკვლელობაში, წამებებში, ადამიანების გატაცებასა და დევნაშია ბრალდებული.
მის გარდა ბრალი პროკურატურამ კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენა. ბრალდების თანახმად დანაშაული სერბების, ბოშების და ალბანელების წინააღმდეგ 1998-2000 წლებში იყო ჩადენილი.