კოტ-დ’ივუარში ბოლო 25 წლის განმავლობაში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - 18 წლის ქალი გვინეიდან ქალაქ აბიჯანში ჩავიდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ ის ინფიცირებულია.
Reuters-ის ცნობით, დადასტურებული შემთხვევის გამო კოტ-დ’ივუარში სამედიცინო სფეროს მუშაკების ვაქცინაცია დაიწყო. ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 200-მდე ადამიანმა უკვე მიიღო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 2000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი. ქვეყანაში ვაქცინის 5000 დოზაა მარაგში.
„მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება" - ეს განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი განცხადებით, ინფიცირებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
შესაბამისმა ორგანოებმა, მინისტრის ინფორმაციით, უკვე დაადგინეს 70-მდე ადამიანის ვინაობა, ვისთან ერთადაც ებოლათი ინფიცირებულმა ქალმა იმგზავრა.
ებოლას ეპიდემიური აფეთქება აფრიკაში 2014-16 წლებში მოხდა. ვირუსი სამხრეთ გვინეიდან ლიბერსა და სიერა-ლეონეში გავრცელდა. ებოლამ ამ წლებში 12 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.