კოტე კემულარიამ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო" დატოვა. მოტივებზე მან "ფორმულა ნიუსთან" ისაუბრა.
როგორც კემულარია განმარტავს, პარტიის თავდაპირველი გეგმის თანახმად, გუნდის ყველა წევრი თანაბარუფლებიანი უნდა ყოფილიყო და ერთი კონკრეტული ლიდერი არ უნდა გამოკვეთილიყო.
თუმცა, კემულარიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, ამ ერთობის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი აქტიურ პოლიტიკაში დამოუკიდებლად განაგრძობს ბრძოლას.
"მე არ მაქვს სურვილი ვიწროპარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა მივიღო. ვიქნები დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. 20 ივნისის მონაწილე ვარ და ახალგაზრდებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას“, - განაცხადა კემულარიამ.