logo
ENG



კოტრიკაძე: რუსეთში თუ რაიმე თავისუფლების კუნძული იყო, მოსპეს და ხვალ ბოლოს მოუღებენ

04 მარ 202200:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/ic3fhykocnmga2b.png

ჩვენ ვხედავთ კატასტროფას. ეს არის ჩვეულებრივი "უჟასი", რაც ახლა გადავიტანეთ და რის წინაშეც დგას უამრავი ადამიანი. მე არ ვსაუბროვ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც იძულებულია გავიდეს ქვეყნიდან, არამედ მათზეც ვინც თვლის რომ დარჩენა კარგი ვარიანტია. რუსეთში შეყვანილია სამხედრო ცენზურა, იხურება ყველაფერი. თუ რამე დარჩა, როგორც თავისუფლების კუნძული, ისიც მოსპეს ამ დღეებში და ხვალ ბოლოს მოუღებენ. დუმა მიიღებს კანონს, რომელიც კრძალავს ფეიკების გავრცელებას სამხედრო თემებზე. ეს ნიშნავს, რომ არავის ექნება საშუალება, რაიმე სიმართლე თქვას, იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში. 

სიგნალები მოდიოდა, რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომ საფრთხე არსებობდა. ახლა, რასაკვირველია ეს საფრთხე იზრდება და ხდება თითქმის 100%-იანი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება ჩემი კოლეგების მიმართ. ეს იმისთვის ხდება ზუსტად, რომ ჩვენ დაგვხურონ, ვერ ვთქვათ ვერცერთი სიტყვა, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ იქ და გავიდეთ ქვეყნიდან. 

ვინც იქ რჩება, არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ 1-2 კვირის შემდეგ ისევ ექნებათ ქვეყნიდან გასვლის საშუალება. არამხოლოდ იმიტომ, რომ იხურება საჰაერო სივრცე და ზოგადად ყველაფერი... ხმელეთითაც თუ გავლენ, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული.

ტრილერს რომ უყურებ, ჰოლივუდის ფილმს, ან, მაგალითად, Don't Look Up - ბოლო რაც მახსენდება, აბსოლუტური კატასტროფის შეგრძნება, ის, რომ კიდევ ერთი წუთი და შეიძლება დაიჭირონ შენი მეუღლე, დაგიჭირონ შენ, ბავშვები ბავშვთა სახლში - ასეთი ტიპის აზრები მომდიოდა თავში. როგორ გავედით, არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო წუთს მივაღწიეთ. 


close დახურვა