კრასნოდარის რეგიონში, სლავიანსკში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ე.წ. დრონებით მომხდარი თავდასხმის შედეგია.
ადგილობრივების თქმით, აფეთქებების ხმა გვიან ღამით გაიგეს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად სუ მცირე 1 ადამიანი დაშავდა - საჭარმოს თანამშრომელი.
დაუზუსტებელი ცნობით, საწარმოზე თავდასხმაში 5-ზე მეტი დრონი მონაწილეობდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.