logo
ENG



კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

28 ივნ 202209:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/28/c1haxxexyb1pllc.jpg

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ლუნინი ავრცელებს.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სავაჭრო ცენტრ "ამსტორზე". უკრაინული ხელისუფლების ინფორმაციით, შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სარაკეტო იერიშის შემდეგ კრემენჩუგში უგზო-უკვლოდ დაკარგული 40 ადამიანის შესახებ შეტყობინება მიიღეს. უწყების ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, მას 20 სახანძრო მანქანა და 115 მეხანძრე აქროს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემენჩუგში ორი რაკეტა X-22 ისროლეს, რომელიც Tu-22M3 ბომბდამშენებიდან გაუშვეს.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.


close დახურვა