კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით დაშავებულია 59 ადამიანი.
"დაშავებულებიდან ნახევარი მძიმე მდგომარეობაშია"- აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებისგან ახლობლების დაკარგვის შესახებ 40 განაცხადი მიიღეს.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა რაკეტის ჩამოგდების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრეს.